14 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სოფელ მარანთან მატარებლისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად მძიმედ დაშავდა, სტაბილურად მძიმე რჩება.
იგი იაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის აბაშა-სამტრედიის მონაკვეთზე, სოფელ მარანთან მიკროავტობუსი მატარებელს დაეჯახა.
მიკროავტობუსი, სადაც 16 მგზავრი იჯდა, მოძრავ ჩქაროსნულ მატარებელს დაეჯახა.
13 დაზარალებულიდან 4 გარდაცვლილია, მათგან 3 ერთი ოჯახის წევრია.
გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მგზავრები მარანში სტუმრად იმყოფებოდნენ და უკან ბრუნდებოდნენ.
სავარაუდოდ, მძროლმა სარკინიგზო გადასასვლელზე მატარებლის გადასწრება სცადა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.