იტალიაში ბორან "ნორმან ატლანტიკზე" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულ მამა ილია კარტოზიას ცხედარს საქართველოში მომავალ კვირას გადმოასვენებენ. იტალიაში საქართველოს ელჩის კარლო სიხარულიძის განცხადებით, უკვე დასრულებულია ყველა აუცილებელი იურიდიული პროცედურა.
ამ ეტაპზე მამა ილია კარტოზიას ცხედარს ექსპერტიზა ქალაქ ბარის პროზექტურაში უტარდება.
,,იურიდიული პროცედურები დასრულებულია და გვპირდებიან რომ მომავალ კვირაში გადმოვასვენებთ. ცხედარი ახლა ქალაქ ბარშია და იქიდანვე მოხდება გადმოსვენება", _განაცხადა ,,რუსთავი-2"-თან საუბარში საქართველოს ელჩმა იტალიაში კარლო სიხარულიძემ.
შეგახსენებთ, რომ "ნორმან ატლანტიკზე" გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები