შობას, 7 იანვარს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე თოვაა მოსალოდნელია. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გარემოს დაცვის სამინისტროს სინოპტიკოსმა ნინო წვერავამ განაცხადა შობამდეც საქართველოში არამდგრადი ამინდი წვიმის ფონზე შენარჩუნდება.
,,შობის ღამეს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო დღის მეორე ნახევარში ველოდებით თოვას. აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი 20-25 მ/წმ-ში", _განაცხადა წვერავამ.
მისივე განმარტებით რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას მომდევნო დღეებში როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერი 12 გრადუსამდე გათბება. თბლისში კი მომდევნო დღეებში დღის ტემპერატურა 6-10 გრადუსამდე შენარჩუნდება.