1-ლი იანვრიდან ძალაშია ახალი "ნარჩენების მართვის კოდექსი", რომლის თანახმად პოლიეთილენის პარკებს ბიოდეგრადირებადი პარკები ჩაანაცვლებს. ცვლილება გასული წლის ბოლოს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ გააცნო.
ცვლილება განაპირობა პოლიერთილენის პარკებით გარემოს დაბინძურების პრობლემამ, რის გამოც პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლება წელს ეტაპობრივად მოხდება.