არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარს მომავლ კვირას გადმოასვენებენ. ილია კარტოზიას ცხედარი ამ დრომდე ქალაქ ბარიში ექსპერტიზის ბიუროში რჩება.
იტალიაში საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, ცხედრის გადმოსვენება
საქართველოში წინასწარი გამოძიების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, მომავლ
კვირას იქნება შესაძლებელი.
საბერძნეთის სამაშველო სამსახურმა "Norman Atlantic"-ის
ამსახველი ახალი ვიდეომასალაც გაავრცელა. კადრებზე 36 საათიანი სამაშველო
ოპერაციაა ასახული და ჩანს, როგორ იწვის ზღვაში სამგზავრო ბორანი.
ბოლო ინფორმაციით, კატასტროფას 11 ადამიანი ემსხვერპლა, ბორტზე მყოფი ათობით ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის სანაპიროსთან ბორანის აალების დროს ხომალდზე მყოფი 7 ქართველი სამშობლოში დაბრუნდა.
ერთ-ერთი ქართველის, არქიმანდრიტ ილია კარტოზიას გადარჩენა კი ვერ მოხერხდა. მგზავრების ინფორმაციით, სასულიერო პირი სამაშველო გემზე გადასვლისას კიბიდან ჩავარდა და ზღვაში დაიხრჩო.