თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კახა ოქროჯანაშვილმა ახალი წლის დადგომა ვაზიანის IV მექანიზირებულ ბრიგადაში აღნიშნა. მინისტრის მოადგილემ სამხედრო მოსამსახურეებს ახალი წელი ტკბილეულით მიულოცა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
IV მექანიზირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს ახალი წელი სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემაც მიულოცა. მან ჯარისკაცებს ბედნიერი ახალი წელი უსურვა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
მასალის გამოყენების პირობები