შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე საგუშაგოები მოინახულა და იქ მომსახურე პოლიციელებს ახალი წლის დადგომა მიულოცა. მინისტრი ასევე გორის რაიონის სოფელ ქვემო არცევში 2008 წლის
რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლის - ზურაბ ბიბილურის ოჯახის წევრებს ეწვია, ახალი წლის დადგომა მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
ალექსანდრე ჭიკაიძე ახალ წელს კარალეთში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს ბაზაზე მომსახურე პოლიციელებთან ერთად შეხვდა. მინისტრმა რადიოხაზის საშუალებით ახალი წელი აღნიშნულ
ტერიტორიაზე მდებარე ყველა საგუშაგოს თანამშრომლებს მიულოცა.
მასალის გამოყენების პირობები