30 დეკემბერს, გაიმართა მინისტრის მოადგილის, დავით ჯალაღანიას შეხვედრა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვასილ ციბენკოსთან.
შეხვედრისას განხილული იქნა საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. აღინიშნა ორმხრივი ვიზიტების ურთიერთგაცვლის განსაკუთრებული მნიშვნელობა. დაფიქსირდა, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა როგორც მაღალ დონეზე, ასევე დარგობრივ უწყებებს შორის ვიზიტების მომზადებისა და განხორციელების საკითხში.
საუბარი ასევე შეეხო მრავალმხრივ ფორმატში, მათ შორის, სუამ-ის ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების პერსპექტივებს.