დღეს, საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს დავით სუჯაშვილს შეხვდა. საუბარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმების პროცესში პროკურატურის ჩართულობას შეეხო.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მთავარი პროკურორის მოადგილეები - ირაკლი შოთაძე, გიორგი გაბიტაშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები