,,თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი იმ პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს, ვინც თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ შანტაჟი წამოიწყეს.
,,პრემიერ-მინისტრი თავიდან ბოლომდე არის საქმის კურსში ამ საქმის არსის შესახებ. ის ასევე არის პასუხისმგებელი მთავარი პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებით. ამიტომ მე მოვითხოვ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, დადგეს პასუხისმგებლობა იმ პროკურორებისა, რომლებმაც წამოიწყეს ეს შანტაჟი და დროზე გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი, რატომ არიან ჩემი ღრმა რწმენით უდანაშაულო ადამიანები ამ დრომდე პატიმრობაში", - აღნიშნა პეტრიაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.