ბოლო დროს პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება ტრადიციად იქცა. ამჟჯერად დაპირისპირება ,,ნაცმოძრაობის" დეპუტატის აკაკი ბობოხიძის გამოსვლამ გამოიწვია რის შემდეგ დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
უმრავლესობის წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა, მიკროფონები მოგლიჯა და გოგა ხაჩიძეს ესროლა.
სოსო ჯაჭვლიანს, დავით ლორთქიფანიძესა და აკაკი ბობოხიძეს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში თითქმის ყველა დეპუტატი ჩაერთო, რის შემდეგ პარლამენეტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სესიაზე შესვენება გამოცხადა.