პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებს არაკონსტრუქციულს უწოდებს და აცხადებს, რომ იგი ორი ქვეყნის ურთიერთობას არ წაადგება.
,,მიუხედავად ჩვენს მიერ წარმოებული კონსტრუქციული პოლიტიკისა რუსეთთან მიმართებაში ძალიან არაადეკვატური იყო ის ნაბიჯი რაც გადაიდგა რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან, ვგულისხმობ, გაფორმებულ ხელშეკრულებას დეფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებასთან და ასევე დაანონსებულ შეთანხმებას რომელიც აპირებენ გააფორმონ ცხინვალის დე ფაქტო მთავრობასთან. ეს არის ძალიან ცუსი სიგნალი და ვფიქრობ, არ წაადგება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ორი წლის განმავლობაში მოგვეხდინა ურთიერთობის ნორმალიზება", _განაცახდა პრემიერმა.
მისივე განმარტებით, ხელისუფლება არ აპირებს წავიდეს საქართველოს ტერიტორიების ხარჯზე რაიმე კომპრომისზე.