პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებული განცხადება მასთან შეთანხმებული არ ყოფილა და არც უნდა ყოფილიყო, რადგან ეს მისი კომპეტენცია არ არის. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განმარტა თუ ძალოვანი უწყების განცხადება მასთან შეთანხმებული იქნებოდა მომხდარს თავის თავზე აიღებდა.
,, მინისტრები იმიტომ არიან მინისტრები რომ ისინი მართავენ სამინისტროებს. თუ რაიმე მნიშვნელოვანია, სტრატეგიული ამ შემთხვევაში შეიძლება შეთანხმდეს განცხადება. სამინისტროს აქვს დელეგირება, ისინი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებენ. Mმე ერთ მაგალითსაც ვერ დამისახელებთ ვინმეზე რამე გადამებრალებინოს, ან ხელი შემეწმინდოს. Eეს არ არის ჩემი სტილი და მე ას ეარ ვმუშაობ, მე ასე არ მიცხოვრია", _განმარტა პრემიერმა.