პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს შორის ყველაზე წარმატებულად და ეფექტურად ჯანდაცვის რეფორმას ასახელებს. როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა ჯანდაცვის სფეროში მთავრობამ უდიდესი ძალისხმევა ჩადო და ამის შედეგი მიიღო კიდეც.
,,საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები აქამდე არასდროს განხორციელებულა ჩვენს ქვეყანში და ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, ათასობით ოჯახი გადარჩა ამ პროგრამით და ბევრმა ადამიანმა იგრძნო შვება," - განაცხადა პრემიერმა.