პოლონეთში ზუსტად 14:00 საათზე ტრაგიკულად დაღუპული ქვეყნის პრეზიდენტსა და მისი თანმხლებ პირების დუმილით პატივი მიაგეს.
ამ დროს, ორი წუთის განმავლობაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ყველაფერი გაჩერდა, მათ შორის საგზაო მოძრობაც. ასევე ჩაირთო საგანგებო საყვირი, რომელიც გლოვის დღეების განმავლობაში მოსახლეობას საათში ერთხელ მომხარ ტრაგედიას შეახსენებს.
ვარშავაში პრეზიდენტის სასახლესთან ხალხის ნაკადი არ წყდება. ტრაგიკულად დაღუპულ პრეზიდენტ კაჩინსკის და დელეგაციის წევრების ხსოვნის ხალხი პატივს მიაგებს.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომელშიც, ბოლო მონაცემებით, 93 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა 10 აპრილს, სმოლენსკთან განიცადა. ყველა მგზავრი დაიღუპა. ლეხ კაჩინსკი სმოლენსკში კატინის მოვლენების 70 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიდიოდა.
ქვეყნის პრეზიდენტის დაღუპვის გამო პოლონეთში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული, ასევე გლოვის დღეები გამოცხადა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში.