პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მიმდინარეობისას ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ,,ნაცმოძრაობის" დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი და უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე.
დაპირისპირება სხდომათა დარბაზში დაიწყო და დერეფანში გაგრძელდა, რის შემდეგ ვითარება მანდატურებმა განმუხტეს. როგორც ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" ტყუილის თქმას ისევ აგრძელებს და ამის პატიება არ შეიძლება.
,,მგლის თავზე სახარებას კითხულობენ, ისეა ამ ,,ნაციონალების"საქმე. ხაჩიძე გამოდიოდა და რაღაც საცურაო აუზებზე ლაპარაკობდა, მაშინ როდესაც საცურაო აუზები და დარბაზები გაყიდეს და ქვეყანაში სპორტული ინფრასტრუქტურა გააჩანაგეს. ამასთან დაკავშირებით მივმართე ხაჩიძეს ტყულებს ნუ ლაპარაკობდა და ჩაერთო შემდეგ ბეჟაშვილი, რომელიც ძალიან ცუდად ენას ატლიკინებს,"_განმარტა ლორთქიფანიძემ.
მასალის გამოყენების პირობები