პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავში, რომელმაც სმოლენსკთან ავიაკატასტროფა განიცადა, ლეხ კაჩინსკის ძმა, პოლონეთის ექს-პრემიერ მინისტრი იაროსლავ კაჩინსკიც უნდა მჯდარიყო.
მისი თვითმფრინავში არ ყოფნა კაჩინსკების დედის ავადმყოფობამ განაპირობა, რის გამოც იაროსლავ კაჩინსკი სმოლენსკში გაფრენა გადაიფიქრა.
უნდა აღინიშნოს, რომ პოლონეთის სეიმის დეპუტატი პრშემისლავ გოსევსკი, რომელსაც ძალზედ სურდა კატინის მოვლენების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობა დელაგაციის შემადგენლობაში იაროსლავ კაჩინსკის უარის შემდეგ შეიყვანეს.
"მას ძალიან უნდოდა კატინში ჩასვლა და იმედოვნებდა, რომ თვითმფრინავში ადგილი მოიძებნებოდა. ის იყო ძალიან კმაყოფილი, როდესაც შეატყობინეს, რომ კატინის ღონისძიებებში მონაწილებობის მიღება შეეძლო", - აცხადებენ მისი კოლეგები.