პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ცხედარს პოლონეთში დღეს, საღამოს გადაასვენებენ.
ამის შესახებ სააგენტო "რეგნუმი" სმოლენსკის ოლქის გუბერნატორის პრესმდივანზე ანდრეი ევსეენკოვზე დაყრდნობით იუწყება.
მისი ინფორმაციით, კაჩინსკის ცხედრს საგამოძიებო ღონისძიებების დასრულების შემდეგ სმოლენსკიდან ვარშავაში გადაასვენებენ.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომელშიც, ბოლო მონაცემებით, 93 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა 10 აპრილს, სმოლენსკთან განიცადა. ყველა მგზავრი დაიღუპა.
ლეხ კაჩინსკი სმოლენსკში კატინის მოვლენების 70 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიდიოდა. კატინის ტრაგედიის დროს წითელმა არმიამ ათასობით პოლონელი დახვრიტა.