პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის ცხედრები ამოცნობილია. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო მოსკვი" პოლონეთის სეიმის დეპუტატზე მაკს კრაჩკოვსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, გარდაცვლილები პრეზიდენტის ტყუპისცალმა ძმამ იაროსლავ კაჩინსკიმ ამოიცნო.
სმოლენსკიდან მოსკოვში "დომოდედოვის" აეროპორტში ლეხ კაჩინსკისა და სხვა დაღუპულების ცხედრები გუშინ ღამით სპეცრეისით გადაასვენეს.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომელშიც, ბოლო მონაცემებით, 93 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა 10 აპრილს, სმოლენსკთან განიცადა. ყველა მგზავრი დაიღუპა.
ლეხ კაჩინსკი სმოლენსკში კატინის მოვლენების 70 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიდიოდა. კატინის ტრაგედიის დროს წითელმა არმიამ ათასობით პოლონელი დახვრიტა.