თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის 7 საოპერო სპექტაკლს კონსერვატორიის დიდი დარბაზი უმასპინძლებს.
23 აპრილს შესრულდება ჯუზეპე ვერდის "ტრავიატა", 3 მაისს ზაქარია ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", 10 მაისს ოთარ თაქთაქიშვილის "მინდია", 24 მაისს ვერდის "რიგოლეტო", 31 მაისს რუჯერო ლეონკავალოს "ჯამბაზები", 7 ივნისს ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის "დონ ჯოვანი", 14 ივნისს ფალიაშვილის "დაისი". სპექტაკლები დაიწყება 19 საათზე.
23 აპრილს თეატრის გუნდი და ორკერსტრი საკონცერტო ვერსიით წარმოგიდგენთ ვერდის `ტრავიატას~. ამ შესანიშნავი ოპერის შესრულებაში მონაწილეობენ მომღერლები _ მარიკა მაჩიტიძე, ირინე მერაბიშვილი, მანანა იორდანიშვილი, ირაკლი კახიძე, ნიკოლოზ ლაგვილავა, თამაზ საგინაძე, ბონდო გოგია, ტარიელ ჭიჭინაძე, გია ასათიანი.
"ტრავიატას~ იდირიჟორებს იაპონიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი მუსიკოსი გიორგი ბაბუაძე.
ეწვიეთ კონსერვატორიის დიდ დარბაზს, მოისმინეთ ოპერები და ისიამოვნეთ.