პუტინი მზად არის მოსკოვში საქართველოდან ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი წარმომადგენელი მიიღოს. ამის შესახებ მან დიდ პრესკონფერენციაზე საქართველოს საკითხზე საუბრისას განაცხადა. საქართველოს თემაზე საუბრისას პუტინი აფხაზეთის თემასაც შეეხო.
"საბჭოთა კავშირის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, აფხაზეთმა კი საქართველოს შემადგენლობაში დარჩენა არ ისურვა. დიახ, ჩვენ ვაღიარეთ აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ახლა ამის შეცვლა ძალიან რთულია. რა შეიძლება ამ ეტაპზე გაკეთდეს? პირველ რიგში, პოლიტიკური დიალოგი უნდა დაიწყოს. საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთს შორის დიალოგია აუცილებელი, რასაც მზად ვართ ხელი შევუწყოთ. რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობას, ჩვენ დავუშვით ქართული პროდუქტი რუსულ ბაზარზე და მზად ვართ ლიბერალიზაციის პროცესი გავაგრძელოთ. ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ ქართულმა მხარემ პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, მხარი დაუჭირა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. კითხვაზე, ვგეგმავ თუ არა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას, გიპასუხებთ, რომ სამწუხაროდ, ქართულ მხარესთან ძალიან მწირი კონტაქტი გვაქვს, მაგრამ მზად ვარ მივიღო საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი მოსკოვში,"-განაცხადა პუტინმა.
მასალის გამოყენების პირობები