19 დეკემბერს 16 საათზე სასტუმრო ,,აისი''-ში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო წლის შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება:
დასაქმების სააგენტოს მუშაობის 11 თვის ანგარიში;
პრეზენტაცია ,,შრომის ბაზრის კვლევის'' შედეგებზე;
პრეზენტაცია დასაქმების სააგენტოს ახალი ვებ-გვერდისwww.hrajara.gov.ge-ის შესახებ.
ღონისძიებას საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. გამოვლინდება საუკეთესო დამსაქმებლები და საუკეთესო პარტნიორები, რომელთაც გადაეცემათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები.
მასალის გამოყენების პირობები