აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირების სტაჟირებაზე აიყვანს.
აღნიშნულის მიზნით სამინისტრო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს აჭარაში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" ხელმძღვანელ თომა კაკაბაძესთან და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისთვის" ორგანიზაციის ხელმძღვანელ თამაზ მჟავანძესთან.
სტაჟირების მსურველები მემორანდუმის მონაწილე მხარეებთან ერთად შეირჩევიან და კვალიფიკაციის გათვალისწინებით სამინისტროს ცენტრალური აპარატის 10 სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა სტაჟირება 2015 წელს დაიწყება.