დღეს, 18 დეკემბერს, მართლმადიდებლური სამყარო ღირსი მამის, საბა განწმენდილის ხსენების დღეს აღნიშნავს.
V-VI საუკუნეებში მოღვაწე წმინდანად წოდებული ქრისტიანი მეუდაბნოე ბერი, ღირსი მამა საბა განწმენდილი 439 წელს კბადოკიაში დაიბადა.
წმინდა საბა იყო განდეგილი ბერი, მართლმადიდებლური ლავრებისა და მონასტრების დამაარსებელი.
ღირს საბას ღვთისგან ეუწყა აღსასრულის ჟამი და პატრიარქს სთხოვა - პალესტინაში, ჩემს ლავრაში დამაბრუნეო. აკუთხა ლავრის ძმობა და 5 (18) დეკემბერს 94 წლისამ ჩააბარა სული უფალს, რომელსაც სიყრმიდანვე ემსახურა. იგი 532 წელს აღესრულა.