ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა, 13 დეკემბერს იტალიის პროვინციაში, კუნძულ სარდინიაზე იმყოფებოდა.
მან სარდინიის დედაქალაქ კალიარიში სპეციალური პრეს-კონფერენცია გამართა, რომელსაც იტალიაში აფხაზეთის წარმომადგენელი მაურო მურჯია და იტალიელი რეჟისორი პიეტრო მერეუ ესწერებოდნენ.
ეს უკანასკნელი საერთაშორისო დოკუმენტური კინოპროექტის ,,აფხაზეთი - როგორ იქმნება რესპუბლიკა" -ს ავტორია, რომელიც პროექტზე მუშაობის გაგრძელებას მომავალშიც აპირებს
პრეს-კონფერენციამდე ჩირიკბამ სარდინიის პირველ ტელეარხს ინტერვიუ მისცა და მაყურებელს აფხაზეთის ისტორიასა და თავისუფლებისთვის აფხაზების ბრძოლაზე მოუთხრო. ისაუბრა ასევე, თანამედროვე აფხაზეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე.
სარდინიაში ჩასულ ვიაჩესლავ ჩირიკბას ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეხვდნენ და აფხაზ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.
პრეს-კონფერენციაზე საკითხი აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების თემასაც შეეხო და სარდინიის საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა აფხაზეთში სხვადსხვა ეკონომიკური პროექტის განსახორციელებლად მზადყოფნა გამოთქვეს.
მასალის გამოყენების პირობები