,,ის ფაქტი, რომ ,,ენგურ-ჰესი" და ,,ვარდნილ-ჰესი" აფხაზეთის სახელმწიფო ბალანსზე არ ირიცხება, არ ნიშნავს, რომ ეს კომპლექსი ჩვენი საკუთრება არაა.
ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დარეგისტრირებული შპს ,,ენგურჰესი" არის იურიდიული პირი, რომელსაც ჩვენს კუთვნილ ობიექტებთან არაფერი ესაქმება.
არსებული კანონმდებლობის მიხედვით ,,ენგურ-ჰესიც" და ,,ვარდნილ-ჰესიც" აფხაზეთის საკუთრებაა." - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კაციამ.
მისი თქმით, ხსენებული ობიექტები სახელმწიფო კომპანია ,,ჩერნომორენერგოს" ბალანსიდან ხელახალი რეგისტრაციის დროს ამოვარდა, ვინაიდან იმ მომენტისათვის სახელმწიფო საკუთრების რეესტრში შეტანილი არ ოყო. კომპანიის ხელმძღვანელობამ კი თავის დროზე ინიციატივა არ გამოიჩინა და ეს საკითხი არ მოაგვარა.
ამ თემაზე კაციამ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მასალის გამოყენების პირობები