საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი იარაღის უკანანო ტარების ბრალდებით IDFI-ს დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის იზოლატორში ორი დღით განთავსების ფაქტის შესახებ Facebook-ზე სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ „იზოლატორში გამომწყვდევა მხოლოდ საზოგადოებისთვის საფრთხის მატარებელ ადამიანებს ეხებათ".
„სამწუხაროდ ეს დღეები თვალს ვერ ვადევნებ მოვლენებს და ბოდიშს ვიხდი, რომ მხოლოდ დღეს გავიგე გიორგი კლდიაშვილის დაკავების ამბავი და ვერ გამოვეხმაურე აქამდე. ახლა წავიკითხე გიორგის პოსტი. ყველაფერი გასაგები და ნათელია.
თუკი არსებობს სხვა სიმართლე, რომ გაჩერების დროს იარაღით გადმოხტა და პოლიციის თანამშრომლებს ემუქრებოდა, ან საბრძოლო მზადყოფნაში ჰქონდა იარაღი და ისე გაადადგილდებოდა, ან ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდათ რომ დანაშაულის ჩასადენად ემზადებოდა, მაშინ მოგვიყევით. და თუ ეს არ არის, მაშინ იქნებ ვინმემ ისევე მწყობრად და დამაჯერებლად აუხსნას საზოგადოებას, რატომ იყო სრულიად კანონმორჩილი ადამიანის 2 დღით დაკავება / თავისუფლების აღკვეთა, ამაზე სახელმწიფო რესურსების ფლანგვა, შსს-ს თანამშრომლების მოცდენა და სხვა მნიშველოვანი საქმეებისგან ჩამოშორება აუცილებელი და ერთადერთი ზომა რომელიც იმ კონკრეტულ თანამდებობის პირს მოაფიქრდა?
და კიდევ, ისიც მოგვიყევით, როგორ და რა ფორმით აპირებთ მსგავსი მახინჯი პრაქტიკის გაქრობას ამ უწყებიდან.
იზოლატორში გამომწყვდევა მხოლოდ საზოგადოებისათვის საფრთხის მატარებელ ადამიანებს ეხებათ. მხოლოდ მათ და თანაც მხოლოდ მაშინ თუკი სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, ან ზუსტად იცით, რომ განმეორებით ჩაიდენენ.
თავისთავად არც „ცუდი კაცი" ან „საშიში კაცია" საკმარისი ადამიანის გამოსამწყვდევად ან მხოლოდ ჩადენილი დანაშაული, ეს ცუდი კაცი, ან დანაშაულის ჩადენის შემდეგ კიდევ რომ საფრთეს წარმოადგენს ეს უნდა დადგინდეს და ამის შემდეგ უნდა გამოამწყვდიოთ სასამართლოს განაჩენამდე.
და კიდევ რაიმე სისხლის სამართლის დანაშული რომ ჩაიდინა გიორგი კლდიაშვილმა ესეც მოგვიყევით აუცილებლად მთელ დანარჩენ საზოგადოებას იმის შემდეგ რაც განგვიმარტავთ საფრთხის ხარისხსა და ამით გამოწვეულ პატიმრობის გარდაუვალობას.
სასწრაფოდსაბჭოთაკავშირიდამიშიზმიერთადუნდადავამთავროდშსსში სმაილიკი" - წერს თინა ხიდაშელი Facebook-ზე.
არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა Facebook-ზე სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ იარაღის უკანანოდ ტარების ბრალდებით, მოდულის შენობის იზოლატორში ორი დღე გაატარა და სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევაშია ბრალდებული.
მასალის გამოყენების პირობები