ევროკავშირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2006 წლის 14 დეკემბრამდე გააგრძელა.
ევროკავშირის მთავარი დიპლომატის ფედერიკა მოგერინის თქმით, სადამკვირვებლო მისია რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებას უწყობს ხელს.
,,ევროკავშირი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს." - აღნიშნა მან.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ოფიციალურად 2008 წლის 1 ოქრომბერს ამოქმედდა.
მისიის შემადგენლობაში ევროკავშირის 22 ქვეყნის 200-ზე მეტი შეუიარაღებელი დამკვირვებელი შედის.
რუსეთი და მის მიერ აღიარებული ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ამ მისიის არსებობის წინააღმდეგ დღემდე გამოდიან.
ეუთოსა და გაეროს მისიები საქართველოში 2009 წელს დასრულდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის წარმომადგენლებიც საქართველოს კონფლიქტურ ზონებში დაკვირვებას აწარმოებენ.
მასალის გამოყენების პირობები