,,ისტორიულად ისე მოხდა, რომ ჩვენი ხალხის ნაწილი დღეს ქრისტიანებად და მუსულმანებად არიან დაყოფილი. პროცენტული მაჩვენებლები გამუდმებით იცვლება. ამჟამად აფხაზეთის მოსახლეობსი 30 % თავს მუსულმანად მიიჩნევს." - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში აფხაზეთის მუსულმანთა სარწმუნოებრივი ერთობის ხელმძღვანელმა სალიჰ კვარაცხელიამ, რომელიც მოსკოვში გამართულ მეათე საერთაშორისო მუსულმანურ ფორუმზე იმყოფებოდა.
ე. წ. ისლამური სახელმწიფოს გავლენაზე საუბრისას, კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ მსგავს ექსტრემისტულ ორგანიზაციებს აფხაზეთში მიმდვრები არ ჰყავთ და ეს პრობლემა მათთან დღის წესრიგში არ დგას.
,,ძირითადად, ჩვენ კონტაქტი გვაქვს რუსეთის მუსულმანურ სამყაროსა და თურქეთის რელიგიურ წრეებთან, ორივეგან დიდი დიასპორა გვყავს. რაც შეეხება ჩვენს მუსულმანურ საზოაგდოებას, მათ შემადგენლობაში თურქეთიდან ჩამოსული ჩვენი თანამემამულეებიც არიან. აფხაზეთის მუსულმანთა რიგები შეავსეს სირიიდან ჩამოსულმა მუსულმანმა რეპატრიანტებმაც, რომლებიც ჩვენს მეჩეთში დადიან.
ყველანაირად ვეხმარებით მათ, რომ თავიანთი რელიგია შეინარჩუნონ და ჩვენს მიწაზე ყველა მათთვის დამახასიათებელი წესი შეასრულონ." - აღნიშნა სალიჰ კვარაცხელიამ.