11 დეკემბერს, 11 საათზე, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გეოგრაფიული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) შექმნასა და განვითარებასთან დაკავშირებით კონფერენციას გამართავს. კონფერენციას გახსნის იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე.
მისამართი : სასტუმრო „ვერე პალასი" ; ქუჩიშვილის 22/24 (ფილარმონიასთან)