საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი ეუთოს ანგარიშს შესწავლის პროცესშია, თუმცა დოკუმენტში დასმულ რამდენიმე საკითხს ეთანხმება.
,,ჩვენ ვსწავლობთ ეუთოს ანგარიშს, ზოგ რამეს ვეთანხმებით კიდეც, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ გამოქვეყნდა სენატის ანგარიში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის პროცესი რომელიც მიმდინარეობს ჩვენივე სისტემაში ადამიანის უფლებების არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით ყურადღებით ვადევნებთ პროცესს თვალყურს", _განმარტა ელჩმა.
დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი საქართველოში სასამართლო სისტემის მუშაობაზე დაკვირვების ანგარიშს აქვეყნებს. მონიტორინგი სასამართლო დარბაზებში 2013 წლის გაზაფხულიდან ხორციელდებოდა და 14 გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეს მოიცავს. ანგარიშში სასამართლოში სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და იმ რეფორმების აუცილებლობაზეა საუბარი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით 2012 წლის ნოემბრიდან ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები