საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი,ორგანიზაცია "მოქალაქე" -ს დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის თქმით, მოქალაეების შეშფოთება, რომ მას შესაძლოა უაკანონოდ უსმენდნენ ნორმალურია.
ივანიშვილის შეფასებით, ფარული მოსმენების კანონის ირგვლივ პარლამენტში მიმდინარე განხილვა იყო დემოკრატიულობის ტრიუმფი.
"ვენ ნახავთ სახელმწიფოს, რომელშიც მოქალაქეები არ შფოთავდნენ, რომ მას შეიძლება უსმენდნენ. საქართველოც არ არის გამორჩეული, მაგრამ ჩვენ არ ვართ უარესების რიცხვში. რა თქმა უნდა, მათ შეძლეს ის რაც შეძლეს. ძალიან დიდი პლუსი იყო, რომ ყველა მოქალაქემ, პარტიამ, შიგნით თუ გარეთ, მოახერხა საკუთარი უნარის ჩვენება.
საბოლოოდ ვერც ერთი კანონი ვერ იქნება. ყველა კანონი საჭიროებს დახვეწა და ჩევნ კიდევ გვაქვს დრო, რომ უფრო დაბალანსებული კანონი მივიღოთ და საზოგადოებაც დაწყნარდება.
ნახევრად იუმორით გეტყვით, რომ პრეზიდენტმა და "რესპუბლიკელებმა" მოახერხეს და ძალიან მოკლე დროში, ახალი პროექტები წარმოგვიდგინეს", -აცხადებს ივანიშვილი.