ექიმის განცხადებით, თემქაზე დაჭრილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც მე-5 კლინიკური საადმყოფოს ექიმმა მიხეილ გურგენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტი ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, რეანიმაციული განყოფილებიდან ინტენსიური მკურნალობის პალატაში გადაიყვანეს.
ექიმის ინფორმაციით პაციენტს ჭრილობები ბასრი საგნით მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული, ასევე სახის არეში აღენიშნებოდა ნაფლეთი ჭრილობა.
მიხეილ მაზმიშვილი საავადმყოფოში გუშინ, დაახლოებით 23:00 საათზე შეიყვანეს.
ფაქტზე, შსს- მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენ"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საპატრულო პოლიციელის თანამშრომელი შემთხვევის დროს სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა.