ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ თანამშრომლებთან ერთად ქალაქ გალის ცენტრალური ნაწილი დაათვალიერა.
რაიონის გამგებელმა გალის ცენტრალური პარკი, კულტურის სახლი და ადმინსტრაციის შენობის გარე პერიმეტრი დაათვალიერა.
რამდენიმე დღის წინ, ცენტარლური პარკიდან წლობით დაგროვილი ნაგავი გაიტანეს და იქაურობას ველური ხე-მცენარეებიც მოაშორეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საახალწლოდ ქალაქის ქუჩების მორთვა-გალამაზება და ნაძვის ხის დადგმაა გათვალისწინებული. მანამდე კი ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით შაბათობის მოწყობა იგეგმება.
ქუჩების დათვალიერების შემდეგ, ნადარაიამ განკარგულება გასცა, გალის დასუფთავება-მოწესრიგება მომავალშიც აქტიურად გააგრძელონ.
ადმინსტარციის ხელმძღვანელმა ყურადღება ქალაქის გარე განათების მოწესრიგების აუცილებლობაზეც გაამახვილა.
მასალის გამოყენების პირობები