პარლამეტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე მიიჩნევს, რომ ლარის კურსის რყევასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის გამონათქვამი არასწორია.
მისის თქმით, ფინანსთა სამინისტრომ და ეროვნულმა ბანკმა ყველა რესურსი უნდა გამოიყენეონ, რომ ლარის კურსის მკვეთრი ცვლილება არ მოხდეს.
"რა თქმა უნდა არასწორი მგონია ფინანსთა მინისტრის გამონათქვამი, რომ ლარის კურსის რყევასთან დაკავშირებული კითხვები მისი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციაში ძალიან ბევრი რამ შედის და ამ საკითხსაც ბუნებრივია, მათი დახმარება სჭირდება.
ლარის კურსი რა თქმა უნდა, ძირითადად, ეროვნული ბანკის კომპეტენციაა. მათ ერთობლივად, მათ ხელთ არსებული ინსტრუმენტები უნდა გამოიყენეონ, რომ ლარის კურსის ასეთი მკვეთრი ცვალებადობა არ მოხდეს", - აცახადებს ზურაბ ტყემალაძე.
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლარის კურსის რყევასთან დაკავშირებული შეკითხვები მისი კომპეტენციის ფარგლებს სცდება.