რა შემთხვევაში დაჯდება აფხაზური მხარე ქართულ მხარესთან მოლაპარაკების მაგიდასთან და არიან თუ არა მზად, რკინიგზის აღგდენაზე ქართულ დელეგაციასთან სასაუბროდ?
რუსი ჟურნალისტის მიერ დასმულ ამ კითხვას იკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამისთვის საჭიროა, ჯერ ქართული მხარე რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლისა და აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენის საკითხით დაინტერესდეს.
,,ბოლოდროინდელი განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, რაც მათგან რუსეთ-აფხაზეთს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მესმის, შემიძლია ვთქვა, რომ ქართულმა მხარემ არსებული რეალობა ობიექტურად ჯერ ვერ აღიქვა." - განაცხდა რაულ ხაჯიმბამ.