ოკუპირებული სამხრეთ ოსეთში ადგილობრივმა მეწარმეებმა ირანელ ბიზნესმენებს უმასპინძლეს.
,,სამხრეთ ოსეთის მეწარმეთა კავშირის" თავმჯდომარის მარინა ძიგოევას თქმით, ბიზნესმენებმა შეხვედრაზე ერთობლივ სამოქმედო სფეროებზე იმსჯელეს.
,,ეს არის ჩვენი პირველი შეხვედრა, რომელიც უფრო გაცნობითი ხასიათისაა. ირანელი კოლეგები განსაკუთრებით სოფლის მურნეობის სფეროთი დაინტერესდნენ. თუმცა, ამ ეტაპზე მხარეებს შორის თანამშრომლობის დასაწყებად საჭიროა სათანადო წინადადების მომზადება და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა." - აღნიშნა ძიგოევამ.
თავიანთ მხრივ, ირანელმა ბიზნესმენებმა ოსი კოლეგები ირანში მიიწვიეს, სადაც მათ სამეწარმეო საქმიანობის პირობებსა და ბიზნესის მართვის სფეროში ახალი ტექნოლოგიებს გააცნობენ.