ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტი გაეროს მუდმივ კოორდინატორსა და გაეროს პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ნილს სკოტს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს სამხრეთ კავკასიაში სიმონე ვოლკენსა და იუნისეფის რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელს ალექსანდრ გრაუმანს შეხვდა.
შეხვედრაზე აფხაზეთის ტერიტორიაზე აღნიშნული ორგანიზაციების მუშაობის შედეგები და მედიცინის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს.
,,აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციების მოქმედება მოწმობს, რომ გაეროს მხრიდან აფხაზეთის მიმართ ინტერესი დიდია." - განაცხადა ნილს სკოტმა ხაჯიმბასთან საუბრისას.
თავის მხრივ, რაულ ხაჯიმბამაც დადებითად შეაფასა ორგანიზაციების როლი და აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული საკითხები სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს.
,,სწორედ სახელმწიფომ უნდა გამოთქვას ინტერესი ისეთი სფეროების განვითარებისთვის, როგორიცაა მედიცინა ან განათლება." - აღნიშნა მან.