ყირგიზეთის პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი უარყოფს ინფორმაციას ქვეყნის დატოვების შესახებ. ამის შესახებ ყირგიზეთის პრეზიდენტმა რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" ეთერში განაცხადა.
"მე ყირგიზეთის სამხრეთში ვიმყოფები", - აღნიშნა მან და აქვე დასძინა, რომ არ აღიარებს მდგომარეობას, რომელშიც ამჟამად იმყოფება.
"მე არჩეული პრეზიდენტი ვარ და ქვეყანაში ამჟამად არსებულ მდგომარეობას არ ვცნობ", - განაცხადა ბაკიევმა.
შეგახსენებთ, რომ ბიშკეკში მომხდარი არეულობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 75-ს და დაშავებულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. ქვეყანას ამ დროისთვის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრ როზა ოტუნბაევას ხელმძღვანელობით დროებითი მთავრობა მართავს.
ოპოზიციის მხარეს გადავიდა შეიარაღებული ძალები და მილიცია. ამ დროისთვის ყირგიზეთის საზღვრები მეზობელ სახელმწიფოებთან ჩაკეტილია. ოპოზიციამ კონტროლი დედაქალაქთან მდებარე საერთაშორისო აეროპორტზედაც დაამყარა. მომიტინგეებმა დარბიეს მთავრობის სახლი, პარლამენტი და სხვა სახელმწიფო დაწესებულების. გაძარცულია ეროვნული მუზეუმი. გახშირდა მოროდიორობის ფაქტებიც.