ყირგიზეთის ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის ახალმა შს მინისტრმა ბოლიტ შერნიაზოვმა მოროდიორების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა.
"დღეს მოროდიორების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის განკარგულება გავეცი", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, ბიშკეკში მომხდარი არეულობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 75-ს და დაშავებულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. ქვეყანას ამ დროისთვის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრ როზა ოტუნბაევას ხელმძღვანელობით დროებითი მთავრობა მართავს.
ოპოზიციის მხარეს გადავიდა შეიარაღებული ძალები და მილიცია. ამ დროისთვის ყირგიზეთის საზღვრები მეზობელ სახელმწიფოებთან ჩაკეტილია. ოპოზიციამ კონტროლი დედაქალაქთან მდებარე საერთაშორისო აეროპორტზედაც დაამყარა. მომიტინგეებმა დაარბიეს მთავრობის სახლი, პარლამენტი და სხვა სახელმწიფო დაწესებულების. გაძარცვულია ეროვნული მუზეუმი. გახშირდა მოროდიორობის ფაქტებიც.