ყირგიზეთის პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის განცხადებით, ის თავს უმოქმედოდ არ მიიჩნევს, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია.
"ვაცხადებ: როგორც პრეზიდენტი არ მივიჩნევდი და არც ახლა მივიჩნევ, რომ უმოქმედო ვარ", - ნათქვამია ბაკიევის განცხადებაში, რომელიც სააგენტო "24 კგ"-მ გაავრცელა.
განცხადებაში ყირგიზეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მზადაა, მომხდარზე თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს და ის პრეზიდენტის სტატუსს არ ამოეფარება.
"მზად ვარ, ჩემს დანაშაულზე პასუხისმგებლობა ავიღო, თუ ის ობიექტურად იქნება დამტკიცებული და არ ვაპირებ პრეზიდენტის ხელშეუხებლობის სტატუსს ამოვეფარო. თუმცა მივიჩნევ, რომ კონსტიტუციურად ვიქცეოდი", - აღნიშნა მან.