ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტრომ უკვვე დაიწყო იმ პროექტებზე მუშაობა, რომელიც რუსეთის საინვესტიციო ფონდის მიერ გათვლილ ვადებში დაფინანსდება.
კონკრეტული წინადადებები აფხაზებს 2015 წლის მარტისთვის უნდა ჰქონდეთ მზად, რადგან სწორედ მარტში გაიმართება რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის სამთავრობოთაშორისო კომისიის მორიგი სხდომა.
როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი ნიკოლოზ აჩბა იუწყება, ისინი სოციალურ-ეკონომიკური პროექტების მრავალ ვარიანტზე მუშაობენ.
,,შეიძლება ასე ითქვას, აფხაზებმა რუსეთს თევზი კი არა, ანკესი ვთხოვეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყოფილი ინვესტიციები ისე უნდა მოვამხაროთ ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალურ განვითარებას, მომავალში თავად შევძლოთ საკუთარი სახელმწიფოს საკუთარი სახსრებით მართვა." - განაცხადა აჩბამ.
მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ აქტიური მუშაობა დაიწყო მთელ რიგ პროექტებზე, რომელიც თებერვლის ბოლოსთვის უკვე მზად უნდა იყოს და მარტში გასამართ სამთავრობოთაშორისო კომისიაზე საბოლოო ვარიანტები წარადგინონ.
შეგახსენებთ, რუსეთსა და აფხაზეთს შორის ,,მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" დადებული ხელშეკრულების ამოქმედების დღიდან, აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური პროექტებისთვის რუსეთმა პირველ ეტაპზე 5 მილიარდი რუბლის ინვესტიცია უნდა ჩადოს.
მასალის გამოყენების პირობები