რუსეთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან მორიგი შეხვედრა არ არის დაგეგმილი.
მისი თქმით, აუცილებელია აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული სამოკავშირეო ხელშეკრულების საკითხის აქტუალიზება.
"მომავალი შეხვედრა დაგეგმილი არ არის. შეხვედრების თალსაზრისით, პაუზა გვაქვს აღებული. რაც შეეხება კომუნიკაციის ამ არხის შენარჩუნებას, ვფიქრობთ რომ აუცილებელია, რაღაც ფორმის კომუნიკაცია გვქონდეს რუსეთთან. ჩვენ არ გვაქვს ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები. არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც რაღაც ფორმით რუსეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეს. მთავარი ბერკეტი არის ჩვენი საერთშორისო ბერკეტის ამოქმედება, საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება. ყველა ფორმატში ორმხრივში თუ მრავალმხრივში ამ საკითხის აქტუალიზება, რასაც ჩვენ უკვე ვაკეთებთ. ახლა ეუთოს მინისტერალია ამ დღეებში და საჭიროა ამ თემის მაქსიმალურად აქტუალიზება", - განაცხადა აბაშიძემ.