ყირგიზეთში არეულობების შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანი დაშავადა და 75 დაიღუპა. ამის შესახებ ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.
სამინისტროს განცხადებით, ინფორმაცია არასრულია და ამ წუთებშიც მოწმდება.
დაღუპულთა უმეტესი ნაწილი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკზე მოდის. ექიმების განცხადებით, სიკვდილის მიზეზი მეტწილად ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებია.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანას ამ დროისთვის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრის როზა ოტუნბაევას ხელმძღვანელობით ეროვნული თანხმობის მთავრობა მართავს. მინისტრთა კაბინეტი კი სრული შემადგენლობით გადაგა.
მილიცია უკვე ეროვნული თანხმობის მთავრობის დაქვემდებარებაშია გადასული. ამ დროისთვის ყირგიზეთის საზღვრები მეზობელ სახელმწიფოებთან ჩაკეტილია. ოპოზიციამ კონტროლი დედაქალაქთან მდებარე საერთაშორისო აეროპორტზეც დაამყარა. რუსული საინფორმაციო წყაროების ინფორმაციით, გაძარცულია ეროვნული მუზეუმი. გახშირდა მარადიორობის ფაქტებიც.