ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად კითხვაზე ,, თუ ოჯახში მხოლოლ ერთი შვილია, რა სქესის აჯობებს იყოს ეს ბავშვი"? რესპონდენტთა 9%_ის აზრით,_ გოგო, 26% მიიჩნევს, რომ ბიჭი, ხოლო გამოკითხულთა 65%-სთვის თუ ოჯახში მხოლოდ ერთი შვილია მნიშვნელობა არ აქვს მის სქესს.
შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 10 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3, 885 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევაში ცდომილების ზღვარი +-1, 6%.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC საქართველო.