რუსი ტერორისტების მხარდამჭერი და თანამებრძოლი აფხაზი ,,აპალჩენცები" ახრა ავიძბა და სტავერ ბაღათელია უკრაინის აღმოსავლეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ. ახრა ავიძბა ,,აპალჩენცების" ინტერნაციონალური ბრიგადის მეთურია, სტავერ ბაღათელია - მისი მოადგილე. ორივეს მიაჩნია, რომ რუსი ,,ბოევიკების" მხარეს ბრძოლა მათი მეგობრული ვალია.
,,ჩვენ მაშინ ბავშვები ვიყავით, მაგრამ კარგად გვახსოვს, 1992-93 წლებში აფხაზურ არმიაში თუნდაც ერთი მოხალისის გამოჩენა, როგორი ენთუზიაზმით და ბრძოლის ჟინით ავსებდა მეომრებს. ამიტომ, ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს, ბრძოლაში თანადგომა.
ჩვენ ჩვენის სურვილით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და მეგობარ დონეცკელებს ვეხმარებით." - განაცხადა ახრა ავიძბამ.
სამშობლოში მათი ხანმოკლე ვიზიტის მიზანიც, სწორედ ე. წ. დონეცკის სახალხო რესპუბლაკასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ოფიციალური და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა.
ამ მისიით, აფხაზი მოხალისეები პარლამენტის დეპუტატებსა და ოკუპირებული აფხაზეთის სხვა ოფიციალურ პირებსაც შეხვდნენ.
ახრა ავიძბა და სტავერ ბაღათელია რამდენიმე დღეში ისევ ბრძოლაში ჩაებმებიან, შინ დაბრუნებას ,,აპალჩენცები" მხოლოდ საბოლოო ,,გამარჯვების" შემდეგ აპირებენ.