ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ საკუთარი არმიის სამხედრო ნაწილები მოინახულა. თავდაპირველად, ე. წ. თავდაცვის მინისტრ მერაბ ქიშმარიასთან ერთად ის საარტილერიო ქვედანაყოფს ეწვია და ნაწილის სამხედრო მომზადების ხარისხი და ბაზაზე არსებული საომარი ტექნიკა შეამოწმა.
ყაზარმებისა და სამხედრო ბაზის დათვალიერების შემდეგ, ხაჯიმბამ არმიის პრობლემებზე ილაპარაკა და თქვა, რომ სისტემა რადიკალურად უნდა შეიცვალოს.
მან აფხაზური არმიის პირობების გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აუცილებელია ახალი თანამდეროვე სტანდარტების ყაზარმებისა და დასახლებების აშენება.
თავის მხრივ, მერაბ ქიშმარიამ ე. წ. პრეზიდენტს მოახსენა, რომ ახალი სამხედრო დასახლების მშენებლობა, უკვე, გადაწყვეტილია და მისი საბოლოო პროექტის დამტკიცებაზე სპეციალისტები მუშაობენ.
რაც შეეხება, სამხედრო ტექნიკის პარკსა და იარაღის საწყობს, მათი დათვალიერებეის შემდეგ, ,,აფხზაური არმიის მთავარსარდალმა" განაცხდა, რომ ისინი მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.
,,აფხაზური არმია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც მის წინაშე დგას. საბრძოლო ტექნიკაც მწყობრშია. მსგავსი შემოწმებების მიზანი კი ისაა, გავიგოთ, როგორი მომზადებულია აფხაზეთის არმია გვყავს. არც მთლად მასეა საქმე, როგორც ზოგიერთები ამტკიცებენ, თითქოს დღეს ჩვენ ჯარი და სამხედრო ძალა არ გაგვაჩნია."- აღნიშნა ხაჯიმბამ.
,,მთავარსარდალმა" თავდაცვის მინისტრთან ერთად სოფელ მოქვში მდებარე იარაღის საწყობი, ოჩამჩირის მოტომსროლელი ბრიგადა და სპეციალური დანიშნულების დანაყოფიც მოინახულა.