რუს ჟურნალისტებთან შეხვედრისას რუსეთის ფედერაციაში ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. ელჩმა იგორ ახბამ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ,,თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ" ახალი ხელშეკრულების პროექტზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელთა მიერ გაკეთებული განცხადება გააკრიტიკა.
ევროსაბჭოს ასამბლეაზე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების განხორციელების მონიტორინგის ჯგუფმა ხსენებული დოკუმენტის შესახებ მოხსენებაში აღნიშნა, რომ ამ ხელშეკრულების პროექტით რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო ნორმებს არღვევს და ,,რუსეთის მიერ საქართველოს შმადგენლობაში შემავალი აფხაზეთის რეგიონის ანექსიის კიდევ ერთ მაგალითად გვევლინება."
,,არავითარი საერთაშორისო ნორმები აქ არ ირღვევა, ანექსიის შესახებ საუბარი ნონსენსი და არასერიოზულობაა. აფხაზეთი არასდროს ყოფილა საქართველოს განუყოფელი ნაწილი და სწორედ იმ საერთაშორისო ნორმების დაცვით განსაზღვრა მან თავისი პოლიტიკური და სამართლებრივი სტატუსი, ისევე, როგორც თავის დროზე საქართველომ დატოვა საბჭოთა კავშირი", - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. ელჩმა.