აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბედი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არ წყდება _ აცხადებს საქართველოს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი გაზეთ "კომერსანტის" ჟურნალისტთან საუბრისას.
"აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბედი წყდება ადამიანების ტვინებში _ ქართველების, რუსების. რაც უფრო წარმატებული იქნება შს სამინისტროში, ჯანდაცვაში, განათლებაში რეფორმები ჩვენთან, მით უფრო ახლო იქნება ცხინვალი თბილისთან. იმიტომ, რომ მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რაიმე შენდებოდეს. ეს იმის ტოლფასია სახლი ააშენო ქვიშაზე. იქ შეიძლება აშენდეს ყაზარმები, მაგრამ ინვესტიციები იქ არ იქნება", _ აცხადებს მინისტრი რაზეც რუსი ჟურნალისტი აცხადებს, რომ "აფხაზეთში ამ მხრივ სხვა სიტუაციაა და სოჭის ოლიმპიადის გამო აფხაზეთი ინვესტორებისათვის მიმზიდველია".
"ოცნებას არავინ მოუკლავს. იქ არ არსებობს საზოგადოება. ბაღაფში კი პრეზიდენტი გახდა არა იმიტომ, რომ მოიგო, არამედ იმიტომ რომ იგი კრემლს მოელაპარაკა. მითხარით, რატომ არ ატარებს ბაღაფში იქ რეფორმებს? იქ არ არის გადაწყვეტილების თავისუფლება. ისინი კრემლზე არიან დამოკიდებულნი და იქ არ არის დემოკრატია", _ აცხადებს ვანო მერაბიშვილი.