აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის კანდიდტურა პარტია "ედინაია აბხაზიამ" დღეს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატად წარადგინას. ეს გადაწყვეტილება ე.წ. რესპუბლიკური საზოგადოებრივ-პოლიტიკური პარტიის "ედინაია აბხაზიას" ყრილობაზე იქნა მიღებული.
აღსანიშმავია, რომ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ცესკოში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატებად უკვე წარდგენილნი არიან ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ვიტალი ბგანბა, ყოფილი ე.წ. ვივე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიის ლიდერი ბესლან ბუთბა. ამჟამად მათ რიგებს უკვე სერგეი ბაღაფშიც მიემატა.
რუსეთის მიერ ოკუკურებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 12 დეკემბერს 35 ოლქში ანუ 186 საარჩევნო უბანში გაიმართება. კიდევ ორი საარჩევნო უბანი შექმნილია მოსკოვსა და ჩერკეზკში.